31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით შიდა რეისები დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, ნატახტარის აეროპორტიდან განხორციელდება.
თბილისიდან ნატახტარში მგზავრებს თბილისის ცენტრიდან (პირველი რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედის მონუმენტის მოპირდაპირე მხარე) უფასო მიკროავტობუსი მოემსახურებათ.
ფრენების განრიგი ასეთია:
?ორშაბათი:
ნატახტარი – ბათუმი: 13:45
ბათუმი – ნატახტარი: 15:45
?ოთხშაბათი:
ნატახტარი – ბათუმი: 15:15
ბათუმი – ნატახტარი: 17:00
?პარასკევი:
ნატახტარი – ბათუმი: 16:30
ბათუმი – ნატახტარი: 18:15
?კვირა:
ნატახტარი – ბათუმი: 9:30
ბათუმი – ნატახტარი: 11:20
ცნობისთვის, ბილეთის შეძენისას ვებგგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets გაითვალისწინოთ ცვლილება და ბათუმში გამგზავრებისას, თბილისის ნაცვლად, მონიშნეთ ნატახტარი.