LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში Bugatti-ს ყველაზე დიდი შოურუმი გაიხსნა

106

კომპაია Bugatti-მ დუბაიში ყველაზე დიდი შოურუმი გახსნა. სადილერო ცენტრი Habtoor Motors ქალაქის ცენტრშია განთავსებული და მისი საერთო ფართი 240 კვადრატული მეტრია. ავტოსალონი დუბაის მთავარ, ყველაზე გრძელ ქუჩაზე, შეიხ ზაიდის შოსეზე განთავსდა. მისი საექსპოზიციო ნაწილი მხოლოდ ერთ ავტომობილზეა გათვლილი, შესასვლელი კი Bugatti-ს რადიატორის ჩარჩოს სტილშია გაფორმებული.

შოურუმში არის ასევე დიდი დივანი, რემბრანდტ ბუგატის ქანდაკება – მოცეკვავე სპილო და სხვადასხვა დროის რამდენიმე პატარა მოდელი. გარდა ამისა, შოურუმში არის „შირონის“ შემცირებული ასლიც.

საინტერესოა, რომ Bugatti-მ ყველაზე დიდი შოურუმი სულ რამდენიმე კვირის შემდეგ გახსნა, რაც კომპანია Lamborghini-მ ყველაზე დიდი სადილერო ცენტრის გახსნა დააანონსა. აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიური სუპერქარების მწარმოებელმა ავტოსალონი ასევე დუბაიში, იმავე ქუჩაზე განათავსა, სადაც Bugatti-მ. სხვათაშორის, ამ ქუჩაზე ასევე არის McLaren-ის, Ferrari-სა და Bentley-ს სალონებიც.

Bugatti-ს ავტოცენტრი ათჯერ ნაკლებია ვიდრე Lamborghini-ს, თუმცა, უნდა გავიხსენოთ, რომ ფრანგულ მწარმოებელს მოლოდ ერთი მოდელი, სუპერ ქარი Chiron ყავს, მასთან შეადრებით Huracan-ი უბრალოდ „პაპსაა“.

გარემო შესაბამისია, ყავა, კანფეტები, სადემოსნტრაციო ეკრანები – საუკეთესო ადგილი ავტომობილის შესაძენად, რომელიც სამი მილიონი დოლარი ღირს.

ამ მომენტისთვის „შირონზე“ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 30 შეკვეთაა გაკეთებული. ცენტრის გახსნის შემდეგ კი სავარაუდოდ კლიენტები კიდევ გამოჩნდებიან. სულ მოდელის 500 ეგზემპლარი აიწყობა.

დუბაიში ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტოსალონები აქვთ Bugatti-ს, Lamborghini-სა და Bentley-ს – ეს უკანასკნელი გასულ წელს გაიხსნა და მისი ფართობი 7 000 კვადრატული მეტრია. შოურუმი სამ სართულზეა განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები