კინოკომპანია Sony Pictures-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ჯუმანჯი 3“-ის გადაღებები დაიწყო და პირველი ოფიციალური ფოტოც გაავრცელა. ფილმის პრემიერა 2026 წლის 11 დეკემბერს არის დაგეგმილი. როდესაც პირველად გამოცხადდა, რომ “ჯუმანჯის” გაგრძელება იქნებოდა, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ გადაწყვეტილებას.
„დისნეი“ „მოანას“ ეკრანიზაციას გადაიღებს – „მაუის“ როლს კი დუეინ ჯონსონი შეასრულებს

„ჯუმანჯი 3“-ის შესახებ ხმები მეორე ფილმის გამოსვლისთანავე გავრცელდა, თუმცა პროექტმა რეალური ტემპი 2021 წლის ნოემბერში აიღო. 2024 წლის ოქტომბერში დადასტურდა, რომ შესანიშნავი ოთხეული, დუეინ ჯონსონი, ჯეკ ბლეკი, კევინ ჰარტი და კარენ გილანი ბრუნდება.
პროექტს კვლავ ჯონ კასდანი ხელმძღვანელობს, როგორც სცენარისტი და რეჟისორი. შემდეგი წლის განმავლობაში „ჯუმანჯი 3“-ის მსახიობებს შეუერთდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები: ნიკ ჯონასი, აკვაფინა, ალექს ვოლფი, მორგან ტერნერი, სერ’დარიუს ბლეინი, მედისონ ისემანი, დენი დევიტო, რის დარბი, ბებე ნოივირტი, ლამორნ მორისი, ბრიტანი ო’გრეიდი, ბერნ გორმანი და დენ ჰილდებრანდი.
2025 წლის ნოემბერში Sony Pictures-მა გაავრცელა ჰარტის, გილანის, ჯონსონისა და ბლეკის კოსტიუმირებული ფოტო, რითაც ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია გადაღებების დაწყების შესახებ. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტის დეტალები ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია. სტუდიამ კიდევ ერთხელ აირჩია დეკემბრის თვე, რომელმაც წარსულში ორჯერ მოუტანა წარმატება. ახალი პრემიერა 2026 წლის 11 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.