დუშეთში პროგრამა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, განხორცილდება ქ. დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40-ზე მეტ სახლს, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდის ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.
როგორც იცით, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და საქართველოს 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.