„ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ – ამ ლოზუნგით დღეს, 9 მაისს, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართება. აქცია 19:00 საათზე არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ.
აქციას უერთდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის მწერლები, გამომცემლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და ა.შ.
„9 მაისი ევროპის დღეა და ჩვენი ერთიანობის დღე.
75 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირს, კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფოების ყველაზე ძლიერ გაერთიანებას, რომელშიც ყველა ქვეყანა, და ყველა მოქალაქე თავისუფალია და დაცულია საგარეო საფრთხეებისგან, სახელმწიფოს ძალადობისგან, უსამართლობისგან და სიღარიბისგან.
საუკუნეებში ქართველობის არ დათმობით, მტრისთვის არ დანებებით, ევროკავშირის კართან ბრძოლით მოვედით.
ევროპის დღე ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის ხალხის ნების ბოროტებაზე გამარჯვების ზეიმია.
ევროპის დღეს ქართველები ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ვხვდებით. ვხვდებით ჩვენი ბრძოლის გმირებთან – სინდისის პატიმრებთან ერთად, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, მათი ოჯახის წევრების მიერ პატივისცემით და მადლიერებით, ჩვენი გამარჯვების რწმენით, ჩვენი ქართველობის და ევროპელობის ერთობით და ძალით.
9 მაისს, 19:00 საათზე გელოდებით ევროპის მოედანზე.
დავდგეთ ერთად და ვუთხრათ წარსულ და მომავალ თაობებს, ევროპას და მსოფლიოს, რომ ჩვენი ნება ურყევია, რადგან საქართველო ევროპას ეკუთვნის და ევროპის დაპირება – ქართველ ხალხს.
ჩვენი ძალა ევროპაშია! ჩვენი ძალა ერთობაშია!“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.