LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობრივი პროტესტი, გაუქმებული ღირსების მარში და ხელისუფლების მხრიდან წახალისებული პროცესები: თბილისი მსოფლიო მედიის ობიექტივში

177
1

საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია უცხოური მედიის შეფასებებიც.

მსოფლიო პრესამ რეაქცია არც ამ შემთხვევაში დააგვიანა და 5 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს არაერთი სტატია მიუძღვნა.

 

თბილისი, ძალადობრივი პროტესტი, გაუქმებული ღირსების მარში და ხელისუფლების მხრიდან წახალისებული პროცესები

 

კრიტიკულ შეფასებებს ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ამერიკული გამოცემების კრიტიკულ სათაურებში ამოიკითხავთ.

?  “თავდასხმებისა და ძალადობრივი პროტესტის ფონზე, თბილისში ღირსების მარში გაუქმდა”;

?   ჰომოფობიურ ძალადობას ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა”;

?   “ხელისუფლებამ ვერ დაიცვა “თბილისი პრაიდი” და ძალადობა კიდევ ერთხელ წაახალისა”; 

“ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ” – ამბობს ლგბტ+ქ თემის წარმომადგენელი ოფისებზე თავდასხმის შემდეგ”.

თითოეული მედიასაშუალება დეტალურად აღწერს თბილისში 5 ივლისის დილით დაწყებულ და მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს: კონტრაქცია, სიტყვიერიდან ფიზიკურში გადაზრდილი დაპირისპირება, ოფისებში შეჭრა და ჟურნალისტების ცემა… თუმცა, სჯობს, უფრო ვრცლად:

 

 

BBC – ძალადობრივი პროტესტის ფონზე “თბილისი პრაიდი” ღირსების მარშს აუქმებს

 

უმსხვილესი ბრიტანული მედიასაშუალება წერს, რომ ღონისძიება რომელიც ლგბტ თემის უფლებების გამომხატველია, მას შემდეგ გაუქმდა, რაც ექსტრემისტული ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაიწყო.

“თბილისი პრაიდმა” მარში მას შემდეგ გააუქმა, რაც კონტრაქციის წევრებმა დაწვეს მათი დროშები, შეიჭრნენ ოფისებში და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მათ არ შეუძლიათ, საფრთხის ქვეშ დააყენონ ადამიანების სიცოცხლე და გამოვიდნენ ქუჩებში, რომლებიც სავსეა ძალადობრივი თავდამსხმელებით.

ხუთდღიანი ღონისძიება არ დასრულდა ღირსების მარშით, რადგან “თბილისი პრაიდის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ უზრუნველყო ლგბტქ+ საზოგადოების და მათი მომხრეების უსაფრთხოება, არამედ აქტიურად შეუშალა ხელი, ესარგებლათ შეკრებისა და გამოხატვის უფლებით.” – წერს BBC.

გამოცემა ასევე ყურადღებას ამახვილებს დაშავებულ ჟურნალისტებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების განცხადებებზეც, რომლითაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, სწრაფად იმოქმედონ, დაიცვან ადამიანის უფლებები და საჯაროდ დაგმონ ძალადობა:

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანამდე მოუწოდა ორგანიზატორებს, უარი ეთქვათ მარშზე უსაფრთხოების გამო, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება “მიუღებელია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის”. – აღნიშნავს BBC-ს ჟურნალისტი.

სტატიის ავტორი არც ეკლესიის პოზიციას ივიწყებს და წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ლგბტქ+ აქტივისტებს, საზოგადოებას შეკრებისა და ლოცვისკენ მოუწოდა.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ორიენტაციის გამო დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ კონსერვატიული რჩება. 2019 წელს, საზოგადოების ნაწილი შეუერთდა დემონსტრაციებს, საქართველოში პირველი ლგბტქ ფილმის პრემიერის წინააღმდეგ.” – წერია BBC-ს მასალაში.

 

 

Amnesty International – მოვლენების დაგეგმვისა და ძალადობაზე ძლიერი რეაგირების ნაცვლად, მთავრობამ არაადეკვატურად მცირე რაოდენობის სამართალდამცველები გამოიყვანა

 

საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ერთ-ერთი მწვავე შეფასება “საერთაშორისო ამნისტიას” ეკუთვნის,  რომელიც სწორედ ამ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფლებამ “თბილისი პრაიდის” წევრები ვერ დაიცვა და კიდევ ერთხელ წაახალისა ძალადობა.

მოვლენებს აფასებს Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დენის კრივოშეევი და ამბობს:

“ძალადობა “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ისეთივე სამწუხარო იყო, როგორც პროგნოზირებადი. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია, რომ ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები. ამ მოვლენების დაგეგმვისა და ძალადობაზე ძლიერი რეაგირების ნაცვლად, მთავრობამ არაადეკვატურად მცირე პოლიციელები განათავსა, რომლებიც რეაგირებდნენ მხოლოდ ძალადობრივ თავდასხმებზე და ორგანიზებულად ვერ იცავდნენ ლგბტ აქტივისტებს.

ხელისუფლებამ ამჯერად სიტუაცია უნდა გამოასწოროს. მათ საჯაროდ უნდა დაგმონ პრაიდის ორგანიზატორების მიმართ განხორციელებული თავდასხმები და აღნიშნოს, რომ ასეთი ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია და არ იქნება მის მიმართ ტოლერანტული.

ჰომოფობიური ძალადობის მოგვარების კიდევ ერთი წარუმატებლობა, ხელს შეუწყობს დაუსჯელობას და გაავრცელებს საშიშ შეტყობინებას – რომ ასეთ თავდასხმებს რადიკალურად მოაზროვნეებს აპატიებენ, ეს კი გზას გაუხსნის შემდგომ ძალადობას ლგბტქ+ ადამიანების, აქტივისტებისა და ორგანიზაციების მიმართ.” – ამბობს დენის კრივოშეევი.

 

 

Deutshe Welle – ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმების შემდეგ, ორგანიზატორებმა ღირსების მარში შეაჩერეს

5 ივლისის მოვლენებს აფასებს გერმანული გამოცემაც და წერს, რომ ძალადობის ფონზე დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციაზეც, რომლებიც მოვლენებს ძალადობად აფასებენ.

“პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარშს “ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი” უწოდა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოუწოდა მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ლოცვაში. მომიტინგეებმა, მათ შორის მართლმადიდებელმა მღვდლებმა, მიზანში ჟურნალისტებიც ამოიღეს.” – აღნიშნავს გამოცემა და საერთაშორისო გამოხმაურებაზეც წერს, მათ შორის გერმანელი დეპუტატის მაიკლ როთის შეფასებაზე, რომელმაც “ტვიტერში” სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში ლგბტქ+ საზოგადოებას და გამოხატა მხარდაჭერა მათ მიმართ, ვისაც მშვიდობიანად სურს დაამტკიცოს თავისი კონსტიტუციური უფლება – იყოს თავისუფალი და განსხვავებული.

 

Reuters – “ღირსების მარშის” ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი უბრალოდ გადარჩენას ცდილობენ

 

საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაჯამა Reuters-მაც.  მასალაში არნიშნულია, რომ დაპირისპირების შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ უბრალოდ გადარჩენას ცდილობდნენ, ადამიანებს სასიკვდილოდ ვერ გაწირავდნენ და ღირსების მარშს აუქმებდნენ.

პროცესების დეტალური აღწერის შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში ხშირია დაპირისპირება ლიბერალურ ძალებსა და რელიგიურ კონსერვატორებს შორის, რადგან ქვეყანამ გარკვეულწილად შეძლო და მოახდინა პროგრესული რეფორმების მოდერნიზაცია და დანერგვა, თუმცა სოციალურ თემებში ის მაინც კონსერვატიული რჩება.

 

 

France 24 – პრაიდთან დაკავშირებული მოვლენები საქართველოში კვლავ სადავოა

 

“პრაიდთან დაკავშირებული მოვლენები კვლავ სადავოა საქართველოში, კონსერვატიულ ქვეყანაში, სადაც ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესია და დასავლეთისკენ მიდრეკილი მთავრობები ხშირად მოდიოდა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში პროგრესული სოციალური საკითხების გამო.” – წერს France 24.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ორშაბათს საქართველოში ლგბტქ+ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ  დაგეგმილი მსვლელობა გაეუქმებინათ, რადგან მარშის მოწინააღმდეგეები აქტივისტებს დაუპირისპირდბნენ, ხოლო პრემიერ-მინისტრი ამ მოვლენის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ მსვლელობა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია.

ფრანგული მედიასაშუალება გასული წლების მოვლენებსაც იხსენებს და წერს, რომ ბოლო წლებში ქართულმა საზოგადოებამ თანდათან უფრო და უფრო ლიბერალური სოციალური შეხედულებები მიიღო და რამდენიმე პრაიდი ჩატარდა.

“2000 წელს საქართველომ ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, ხოლო ანტიდისკრიმინაციული კანონები 2006 და 2014 წლებში მიიღო; 2013 წელს ულტრა-კონსერვატიულმა მხარდამჭერმა ჩაშალა მიტინგი თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად; 2019 წელს კი ასობით მემარჯვენე აქტივისტმა თბილისში დაწვა ცისარტყელას დროშები, რითაც პროტესტი გამოხატეს ოსკარზე ნომინირებული გეი ფილმის საქართველოში ჩვენების გამო.” – აღნიშნულია სტატიაში.

magti 5g