LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია, მადლობა“ – თურქეთის ელჩი საქართველოში

138
Untitled design (3)

საქართველოში თურქეთის ელჩის, ალი ქაან ორბაის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა საერთაშორისო დახმარებისკენ თურქეთის მოწოდებას და ქვეყნის დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ჯგუფი გაგზავნა.

„თურქეთში, მიწისძვრით დაზიანებულ რეგიონებში ცივი ზამთარია, ამიტომ გვჭირდება თბილი ტანსაცმელი, გამათბობლები, გენერატორები, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები. საქართველო ამ ყველაფერს საკმარისზე მეტს გვაწვდის. მეტიც, მიწისძვრის პირველ დღეებში საქართველომ თურქეთში სახანძრო ბრიგადა გაგზავნა. ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო მეზობლად გვყავს.

ეს ჰუმანიტარული დახმარება არის საქართველოს მთავრობის მიერ პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით გამოყოფილი მილიონი ლარის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიერ ასეთი დიდი დახმარებისთვის ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი ძმების. მადლობა საქართველოს“ , – აღნიშნა მან.

თურქეთში ნანგრევებში 32 წლის ხელბურთელი ჯემალ კუტაჰია და მისი 5 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ვიდეო: მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

როგორც ელჩმა განაცხადა, თურქეთი მადლიერია ქართველი ხალხის და ხელისუფლების.

„მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს ხელისუფლების, პრეზიდენტ ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურის და ყველა სხვა მინისტრისა და პარლამენტში ჩვენი მეგობრების მიმართ, რომლებმაც გამოხატეს მწუხარება და გამოთქვეს სამძიმარი.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის სპიკერს, შალვა პაპუაშვილს იმ ემოციური წუთიერი დუმილისთვის, რომლითაც მათ პატივი მიაგეს მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას გუშინ, პარლამენტის სესიის გახსნისას. ჩვენ აღვდგებით, გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს ჩვენი მეგობრების, ჩვენი ძმების თანადგომით. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, რომელმაც გაიზიარა ჩვენი მწუხარება და გამოიჩინა სოლიდარობა. მინდა ვთქვა, რომ ერთად ჩვენ ძლიერები ვიქნებით. მადლობა, საქართველო“, – განაცხადა ელჩმა.

ბოლო ცნობებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა.

WHO: დამანგერეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g