LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მალე გამოვა „დამპირდის” ვიდეოვერსია – „სეიშენი”

218
2-25-1024x683

„რადიო დუეტს” 90-იანი წლების ყველასთვის საყვარელი ჯგუფი „სეიშენი” ახალი პროექტის პრეზენტაციით სტუმრობდა, რომლის ფარგლებშიც 14 სიმღერაზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

„რექავერი” ასეთია პროექტის სახელწოდება, რომელიც, როგორც ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, დაუსრულებელი პროექტია, მუდმივად გაგრძელდება და თვეში ერთი ან ორი ახალი ნამუშევრის გამოშვებას ითვალისწინებს.

მომავალში „სეიშენი” მუსიკალური ბენდის შეკვრას გეგმავს და მუსიკოსების შერჩევას ქუთაისში აპირებს. ამ ნაბიჯით ბიჭებს სურთ გვერდით დაუდგნენ თავიანთ ქალაქს და მეტი მოტივაცია მისცენ მუსიკოსებს.

სიახლეა ასევე ის, რომ ძალიან მალე გამოვა ჯგუფის ერთ-ერთ ჰიტზე „დამპირდი” გადაღებული ვიდეორგოლი, რომელიც 15 წლის წინ გადაღებული კლიპის რექავერი იქნება.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები