„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ემიგრაციასთან შეხვედრის დროს კონკრეტული ნაბიჯები განიხილონ, თუ როგორ აიძულონ რუსული ხელისუფლება დაუშვას ემიგრაცია არჩევნებზე,“ – ამის შესახებ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აკეთებს.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას მთლიანად ემიგრაციაზე.
„მაგალითად: კენჭისყრა უცხოეთის უბნებზე 1 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს, უნდა გაიხსნას დამატებითი უბნები, ყოველმა 50-მა ამომრჩეველმა უნდა მოითხოვოს უბნის გახსნა და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკა დგას მთლიანად ემიგრაციაზე. ემიგრაციის დაბრუნება საქართველოში ნაციონალური იდეის უმნიშვნელოვანესი ნაწილია,“ – აღნიშნავს სააკაშვილი.
