ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების გათვალისწინებით, ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი მატება 15 იანვრის შემდეგაა მოსალოდნელი.
მისივე თქმით, სწორედ მოსალოდნელი სწრაფი გავრცელების პირობებში, ჰოსპიტალური სექტური ინარჩუნებს დიდი რაოდენობით მობილიზებულ საწოლებს.
„ძალიან სწრაფი მატება, სავარაუდოდ, მოსალოდნელია იანვრის მეორე ნახევარში, 15 იანვრის შემდეგ. ამ პერიოდში ჩვენ გარკვეული სტაბილიზაცია გვქონდა „დელტა“ შტამის ფონზე, თუმცა, ვაქცინირებულების და ინფექცია გადატანილების რაოდენობის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ველოდებით, რომ ის ჯგუფი, ვინც ამ ეტაპზე დარჩა იმუნური დაცვის გარეშე, იქნება პირველი სამიზნე „ომიკრონისთვის“ სწორედ ამიტომ ვინარჩუნებთ ამ რაოდენობის საწოლებს მობილიზებულს, რომ ჰოსპიტალური სექტორი მზაობაში იყოს“,- განაცხადა თამარ გაბუნია.
საქართველოში „ომიკრონის“ 24 შემთხვევა დადასტურდა