ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს, ფაქტობრივად მოიტაცეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.
„ტვ პირველის“ ცნობით, ნიკა მელია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ უკვე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს და ყოველგვარი ახნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით.
გაუგებარია რასთან არის ეს დაკავშირებული, რადგან მას არცერთ საქმეში აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს და რასთან არის მისი დაკავება დაკავშირებული ჩემთვის უცნობია. ფაქტობრივად მოიტაცეს. აგრესიულად და ახსნა-განმარტების გარეშე მოქმედებდნენ“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა „ტვ პირველთან“.