„ძიძობა, დიასახლისობა, მომვლელობა არის ძალიან, ძალიან დასაფასებელი და ღირსეული შრომა“, – ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც ღირსეულად შრომობენ, ამ შრომას დამაკნინებლად მიიჩნევენ. ჩერგოლეიშვილის თქმით, აღნიშნული საბჭოთა მემკვიდრეობის ბრალია, რაც უნდა ამოიძირკვოს.
„ძიძობა, დიასახლისობა, მომვლელობა არის ძალიან, ძალიან დასაფასებელი და ღირსეული შრომა
ვწუხვარ, რომ ადამიანები რომლებიც ღირსეულად შრომობენ ოჯახების შესანახად, ამ შრომას დამაკნინებლად, სამარცხვინოდ მიიჩნევენ.
ესეც საბჭოთა მემკვიდრეობაა, როდესაც მომსახურება სათაკილოა.
ეს მიდგომაც უნდა ამოიძირკვოს!
სათაკილო არის უსაქმურობა.
სათაკილო არის ბიუჯეტის წურბელობა, სხვის კმაყოფაზე ჯდომა, ლუარსაბ თათქარიძეობა!
საკუთარი შრომით (როგორი შრომაც არ უნდა იყოს) კეთილდღობისკენ სწრაფვა არის ღირსების საკითხი და არა სირცხვილი, რომელიც რომელიმე კარგმა მეცნიერმა, სპორსტმენმა, ან ხელოვანმა უნდა გამოასწოროს“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.