LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძირითადად მამა მენატრებოდა..როცა სკოლაში მაბულინგებდნენ ვაჟკაცურად ვითმენდი, ცრემლებს ვიკავებდი და ჩემს თავს ჩავჩურჩულებდი გულში, მამამ მითხრა რომ „ლაქი“ ვარ“ – მარი ნაკანი თავის მორიგ წარმატებას ემოციური პოსტით გვიზიარებს

301
მარი ნაკანი

მარი ნაკანი თავის მორიგ წარმატებას გვიზიარებს.

ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა პარიზში „ადიდასის“ რეკლამა გადაიღო.

ამის შესახებ მარი სოციალურ ქსელში წერს და იხსენებს სევდიან ისტორიას, რომელიც მამას უკავშირდება.

„მამამ თავისი ქამარი მომიტანა, ტანით პატარა ვიყავი და ვერ მივხვდი რატომ უნდა გამეკეთებინა კაცის აქსესუარი.. ავხედე დიდი გაკვირვებული თვალებით, პირი დავაღე მან კი ოდნავ ჩახრენწილი ხმით მიპასუხა:

– მამი მე აფხაზეთში მივდივარ საბრძოლველად.. ფული არ მქონდა, რომ ბარბი მეყიდა შენთვის..თუმცა ვფიქრობ სამახსოვროდ ეს ჯობია ბარბის, რადგან ჯადოსნური სიტყვა აწერია ზედ. დავხედე, რაღაც ეწერა ლურჯად, ინგლისური არ ვიცოდი, ფრანგულს ვსწავლობდი და ღიმილით ვკითხე:

– და რა აწერია მამი?

– აქ აწერია LUCKY

– ეგ რას ნიშნავს?

– ეგ ნიშნავს იმას, რომ ვინც ამ ქამარს ატარებს, მთელი ცხოვრება წარმატებული იქნება! შენ სულ იღბლიანი ადამიანი იქნები მამი…

კაკლის ხეზე ავძვრებოდი ხოლმე სოფელში და ბევრს ვოცნებობდი..

ძირითადად მამა მენატრებოდა.

როცა სკოლაში მაბულინგებდნენ ვაჟკაცურად ვითმენდი, ცრემლებს ვიკავებდი და ჩემს თავს ჩავჩურჩულებდი გულში, მე ლაქი ვარ.. მამამ მითხრა, რომ ლაქი ვარ..

23 წლის რომ ვიყავი, მამამ ფსიქიატრიულში დაამთავრა ცხოვრება..

ფრანგული კარგა ხნის დავიწყებული მქონდა, მაგრამ 1 ინგლისური სიტყვა კარგად მახსოვდა.

უცნაური რამაა რწმენა. ხან ქრება ხოლმე, ხანაც ისევ გამოჩნდება და გვიღიმის ციდან..

41 წლის ასაკში შუა პარიზში ადიდასის რეკლამას რომ გადავიღებდი ეგ არ გითქვამს მამი.. არც ის გითქვამს, რომ სწორედ ამ ასაკში გამახსენდება ძველად ნასწავლი ფრანგული და ავტიტინდები მატრაკვეცა ბავშვივით..

მე ისევ ისე მიყვარს იესო შენ, რომ გამაცანი და ისევ ვცდილობ ადამიანებზე მხოლოდ კარგი ვიფიქრო“ – წერს მარი ნაკანი.

@juliadaka for @adidas by Mari Nakani

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g