LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძლიერი მხარდაჭერა გრძელდება – სტოლტენბერგი საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ხვდება

67
1

ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს, რომელზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძეც არის მიწვეული.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის წინ, ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ ალიანსის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა კვლავ გრძელდება.

“მივესალმები ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძეს და მინისტრ რეზნიკოვს.

მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ ზონაში საფრთხის ქვეშ არის.  მოსკოვიდან ნიშნები არის, რომ შეიძლება დიპლომატია გაგრძელდეს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს.

რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისადმი უგულებელყოფა და უნარი, რომ დაიმუქროს ძალის გამოყენებით თავისი მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად შრომობენ პოლიტიკური და დიპლომატიური პრობლემების გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ მჭიდრო კავშირში, როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება”, – თქვა სტოლტენბერგმა.

შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დეტალებზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.

მისი თქმით, განცხადებით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა უცვლელი პოზიცია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება:

“ჩვენ გვქონდა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივნათან, ასევე, მქონდა საშუალება, გაგვეცვალა ჩვენი მოსაზრებები და კიდევ ერთხელ მიგვეღო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან. შევხვდი ჩემს კოლეგებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, რა თქმა უნდა, მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მტკიცე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.

ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის მთლიანობაა. ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, სხვა გზას ამ ამოცანის მიღწევისთვის ვერ ვხედავთ.

ვისაუბრეთ და ხაზი გავუსვით ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება, საქართველოს ჰქონდეს ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ ჩვენ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა”, – თქვა ბურჭულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g