LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარის შედეგები ოზურგეთსა და აჭარაში – უახლესი ცნობები სტიქიის ზონიდან

185
ფორტუნა - 2023-03-29T105924.304

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უამინდობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა რამდენიმე შენობა, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები.

დოლიძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან კორპუსს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ძლიერმა ქარმა ბათუმში პრობლემები შექმნა

„ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ უბნებში იმყოფებოდა და მუნიციპალურ სამსახურებს შესაბამისი დავალებები მისცა.

ამ წუთებში მერის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ოზურგეთის მერიასთან ერთად მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა”, – განაცხადეს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

ქობულეთში მანქანას ხე დაეცა – დაიღუპა ერთი ადამიანი

ვიდეო: ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად, მოსახლეობას ხის ჯებირები დაეცა

ძლიერი ქარი იყო აჭარაშიც. მუნიციპალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

ჩაქვში ძლიერმა ქარმა სახლი დაანგრია, ნანგრევებში მოყოლილი 80 წლამდე ქალი სხეულის დაჟეჟილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ მომენტისთვის, დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თუ რა ზარალი მიადგა მოსახლეობას გასულ ღამეს, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

„მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი, მთაში თოვლი“ – საქართველოში ამინდი უარესდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები