LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის მილები და სახლების სახურავები დააზიანა

90

ძლიერმა ქარმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი სოფელ სართიჭალაში ე.წ. „გარადოკის“ მოსახლეობას მიაყენა, სადაც ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა.

ძლიერმა ქარმა სახლები სახურავის გარეშე დატოვა სოფელ ვაზიანშიც. წაქცეულია ხეებიც.

სოფელ კალინინოში და გამარჯვებაში დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, ვახტანგისში, აღთაკლიაში, ყარაჯალაში, ყარათაკლიაში, მარტყოფსა და ნორიოში ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც აღნიშნული სოფლების ენერგომომარაგება რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო. ძლიერმა ქარმა სოფელ ნორისა და მარტყოფში კულტურის სახლების სახურავები დააზიანა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში შექმნილ მდგომარეობას მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ადგილზე გაეცნო. როგორც ბუდაღაშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ზარალის შემწავლელი კომისია დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g