რამდენიმე დღის წინ ალ პაჩინოს 84 წელი შეუსრულდა. თუ სად და როგორ აღნიშნა იუბილე ლეგენდარულმა მსახიობმა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში მისი უახლესი ვიდეო გავრცელდა.
ის გვიან ღამით თავის 30 წლის შეყვარებულთან, ნურ ალფალაჰთან ერთად მანქანისკენ მიემართებოდა, მას გადაადგილება აშკარად უჭირდა. მის უკანასკნელ ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„ძლივს დადის და ამ გოგოს სულ არ აინტერესებს“, „ძიძაა თუ შეყვარებული“, „ალ პაჩინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა აშკარად დამძიმდა“, – არ წყდება კომენტარები.
ფოტო: 83 წლის ალ პაჩინო 30 წლის შეყვარებულთან პაემაზე
ცნობისთვის, გასულ თვეს, პაჩინოს საცოლე და მათი საერთო ვაჟი, რომანი პირველად მოხვდნენ „ვოგის“ გარეკანზე. 30 წლის ნური არაბული გამოცემის გარეკანზე 8 თვის ვაჟთან ერთად პოზირებდა და საოცრად ბედნიერად გამოიყურება.
„როდესაც ორსულობას ვიხსენებ, ვისურვებდი, უფრო მეტად დავმტკბარიყავი ორსულობის პერიოდით“ , – აცხადებს ნური.
გაიცანით რომან პაჩინო – 83 წლის ალ პაჩინოს 30 წლის საცოლე და მათი ვაჟი პირველად „ვოგის“ გარეკანზე