LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძნელია თქვენი უსაქციელობის ყურება, ადამიანებს, რომლებთან ერთადაც დრო მიტარებია, მიღლიცინია და გული გადამიშლია – საერთოდ არ ვიცნობდი თურმე… ახლა ჩემი ძველი მეგობრები, ახლობლები სხედან სხვადასხვა ეთერში, ღლიცინებენ ღია ეთერში განხორციელებულ ტერორზე და წუწუნებენ საკუთარ ბულინგზე“ – ვიკა ბუკია

111
ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ მეგობრებისა და კოლეგების შესახებ წერს, რომლებიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ.

ვიკა ბუკიას თქმით, მისი „ძველი მეგობრები, ნაცნობები და ახლობლები, რომლებიც სხვადასხვა ეთერში სხედან, ღია ეთერში განხორციელებულ ტერორზე ღლიცინებენ და საკუთარ ბულინგზე წუწუნებენ“. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, „ამ უსაქციელობის ყურება ძნელია“.

„ადამიანებს, რომელთაც წარსულში შესანიშნავად ვიცნობდი, რომელთანაც კარგი დრო მიტარებია, მიღლიცინია, მიმოგზაურია და ბევრჯერ გული გადამიშლია – საერთოდ არ ვიცნობდი თურმე. მათ ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არის ჩვენში ღირებულებითი განსხვავება, მაგრამ არასდროს არ შემიტანია ეჭვი მათ არაადამინურობაში, არაჰუმანურობაში. მეგონა, რომ ყველაზე მთავარი მაინც გვაერთიანებს – ესაა ადამიანის სიყვარული. და ახლა ეს ადამიანები, ჩემი ძველი მეგობრები, ნაცნობები, ახლობლები სხედან სხვადასხვა ეთერებში და ღლიცინებენ ღია ეთერში განხორციელებულ ტერორზე, წუწუნებენ საკუთარ ბულინგზე, ეს ერთადერთი დისკომფორტია, რაც მათ აწუხებთ ამ დღეებში.

ზოგი ჩუმადაა და თითქოს არ ესმის ნაწამებთა განწირული ხმა, არც დედის ხმა ესმით შვილს რომ სტაცებენ, არც უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ხელოვანებს ხედავენ, პირიქით, გვაბრალებენ, რომ თითქოს შვილებს მოვუწოდებთ დედებს განუდგნენ და პირდაპირ ჩართულნი არიან პროპაგანდაში, რომელიც გვანადგურებს და გვდევნის.

არ ვიცი, ეს როგორ, როდის და რანაირად მოხდა. რობოკოპების მიერ მიყენებული ჭრილობებიც შეხორცდება, პატიმრებიც დატოვებენ საპყრობილეს, ბიძინაც არ გამოეკიდება ცას და წავა. წავა და გაიყოლებს ამ ბალასტს. მაგრამ ამ „ჭრილობას“, რომელიც მოგვაყენეს ჩვენმა ნაცნობებმა საკუთარი საქციელით და სიტყვებით, ან თუნდაც დუმილით – დიდხანს დასჭირდება მკურნალობა. ძნელია თქვენი უსაქციელობის ყურება“, – წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

ადამიანებს, რომელთაც წარსულში შესანიშნავად ვიცნობდი, რომელთანაც კარგი დრო მიტარებია, მიღლიცინია, მიმოგზაურია და ბევრჯერ…

Posted by Vika Buratinchenko on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g