LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძვირფასო ბაია პატარაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა: მიხეილ სააკაშვილი

323
ssaakashvili

უფლებადამცველ ბაია პატარაიას Facebook პოსტს, სადაც ის წერს, რომ „თუ არჩევანი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აქვს გასაკეთებელი, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას აირჩევს“, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სააკაშვილი წერს, რომ „თუ ბაია პატარაია მას მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად თვლის, სჯობს, რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა გააგრძელოს“. სააკაშვილი წერს, რომ არ აპირებს ვიღაცისთვის „second-hand choice“ იყოს.

„ძვირფასო #BaiaPataraia, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და მხოლოდ, სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა, თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო.

არ ვაპირებ ვინმეს დავამცირებინო ის მიღწევები, რომელიც ქონდა საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომელიც იყო უპრეცედენტო ჩვენს ისტორიაში და უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი და ნამდვილად არ ვაპირებ second-hand choice ვიყო ვიღაცისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g