საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55.
ანიტა აბგარიანმა სიმღერა SHINE LIKE A STAR შეასრულა, რომლის ავტორიც გიგა კუხიანიძეა.
გიგა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და ევროვიზიის სიმღერის შექმნაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობას უხდის.
„ძვირფასო მეგობრებო. მადლობა ყველას ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს ანიტას. მან მაქსიმალური ხარისხი დადო. მე ვთვლი რომ ის გამარჯვებულია. საქართველომ კი მეორეჯერ უმასპინძლა ევროვიზიას. მართლაც რომ ევროპის უმაღლესი მასშტაბის კონკურსი ჩავატარეთ უმაღლეს დონეზე. დიდი სამუშაო გაწია მთელმა ჯგუფმა. მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს.
თიკა ბერძენიშვილი. რუსუდან მანჯგალაძე. ნათია მშვენიერაძე. ნათია უზნაძე. ლაშა კაპანაძე. ზაზა ორაშვილი. კახა ბუხრაშვილი. იზა ნადარეიშვილი. შაკო პოპიაშვილი. და უამრავი თანამშრომელი რომლებიც რამოდენიმე თვის განმავლობაში სახლში არ იყო.
მადლობა კულტურის სამინისტროს ჩვენს კულტურის მინისტრს ქალბატონ თიკა რუხაძეს.
მაქსიმალური შრომის შედეგია ის რაზეც ამდენი ქვეყანა საუბრობს თუ რა ხარისხის შოუ შევთავაზეთ მინიმუმ 120 მილიონ ადამიანს.
ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო რომ მთლიანი მუსიკალურ მხარეზე ვიმუშავე.
მადლობა ანდრია რუხაძეს, შენ ჩამოიტანე სცენა საქართველოში. მადლობა საბავშვო ევროვიზიის ისტორიის დაწერისთვის. ყველა წლის წარმომადგენლებს. და გამარჯვებულ ჯგუფებს. რომლებიც წარსდგნენ ახალი სიმღერებით. მიყვარხართ ყველანი. “ბზიკები” “ქენდი”. საღამო დაგვიმშვენა უმშვენიერესმა წამყვანებმა დავით ალადაშვილმა და ლიზა წიკლაურმა.
მადლობა ჩემ მანანა მორჩილაძეს, ანიტას სუპერ მომზადებისთვის.. რანინა • 1tv.ge მადლობა ლანა ქუთათელაძე რომ სასწაულ ბავშვებს მჩუქნი ყოველთვის. მადლობა ბავშვებს რომლებიც სცენას ამშვენებდნენ და ანიტას ენერგეტიკას მიჰყვებოდნენ . მადლობა ქორეოგრაფს .და მადლობა სრულიად ყველას ვინც კი რაიმე პატარა წვრილმანი შეიტანა ამ შოუს შექმნაში. მადლობა მთავარ რეჟისორს. Marvin Dietmann you are the best და ყველაზე დიდი მადლობა ანიტას შემქმნელ დედას. რომელმაც სასწაული გოგო გვაჩუქა და ბოლომდე საოცრად იდგა მის გვერდით. ყველაზე ადექვატურად თუ ვინმე მახსენდება. თეონა დოლიძე, მადლობა Giga ProductionKoba Meskhia Mariam Ghvaladze ჩემებო.
თუ ვინმე დამავიწყდა მომიტევეთ“, – წერს გიგა კუხიანიძე.
საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
ვიდეო: ანიტა აბგარიანის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის სცენაზე
