LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა: გამყრელიძე

59
78-4-4-4

ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ამირან გამყრელიძის განმარტებითვე, კვლევაში არც საეჭვო შემთხვევები გვაქვს.

„ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა ქვეყანაში არ დადასტურებულა. გარდა იმ ხუთი შემთხვევისა, რაზეც განცხადება გავაკეთეთ, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ინდური შტამით ინფიცირებულებიდან სამმა დატოვა საქართველო და კლინიკურად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ შემთხვევებში, არაფერი განსხვავებული სიმპტომი არ ყოფილა, ყველგან მსუბუქად მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, კვლევაში აღარ არის ე.წ. საეჭვო შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კარგად შეზარხოშების მერე ქართულ ხვევნა-კოცნას რომ იწყებენ, ამისთვის არის კომენდანტი: იმნაძე

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, 590 პირი გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g