ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ედ შირანი და მისი მეგობარი გოგო, ჩერი სიბორნი დაინიშნენ. როგორც ჩანს, ქორწილი სანახაობრივი იქნება, რადგან შირანი მასზე ტეილორ სვიფტისა და ბიონსეს დაპატიჟებას გეგმავს. ამ უკანასკნელთან ერთად კი ის ცნობილ სიმღერას „Perfect“ შეასრულებს, რომელიც შირანმა სწორედ თავის საყვარელ ქალს მიუძრვნა.
რაც შეეხება სვიფტს, მუსიკოსებს ასევე ჩაწერილი აქვთ დუეტი „End Game“.