დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი, რომელიც ამჟამად ავსტრალიაში ტურნეში იმყოფება, თავის პირველ სიყვარულს, ჩერი სიბორნს ხელს სთხოვს.
ვარსკვლავთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, შირანი თვლის, რომ ავსტრალია ხელის სათხოვნელად მსოფლიოში საუკეთესო ადგილია, ამიტომ თავის ჩანაფიქრს ის სისრულეში უახლოეს დღეებში მოიყვანს.
თავის ინტერვიუებში შირანს არაერთხელ უთქვამს, რომ ოჯახზე ოცნბობს, სადაც ბევრი ბავშვი იქნება.