ოსკაროსანი მსახიობი ედი რედმეინი მონაწილეობას მიიღებს ფილმში, რომელსაც „უკანასკნელი დღის ღამე“ ერქმევა და სადაც ის ადვოკატის როლს შეასრულებს. ფილმის რეჟისორი მორტენ მილდუმი იქნება, სცენარს კი გრემ მური დაწერს, რომელმაც „იმიტაციის თამაშებისთვის“ „ოსკარიც“ აიღო.
გადაღებები 2017 წლის იანვარში დაიწყება, კინოგაქირავებაში კი ფილმი იმავე წლის შემოდგომაზე გამოვა.