LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედი რედმეინმა აღიარა, რომ ფერებს ვერ არჩევს

64

ოსკაროსანმა ედი რედმეინმა საკუთარი თავის შესახებ მოულოდნელი ფაქტი აღიარა. ფილმის „გოგონა დანიიდან“ ვარსკვლავმა განაცხადა, რომ დალტონიკია.

„არაჩვეულებრივი სტილისტი მყავს – ჩემი ცოლი. მე დალტონიკი ვარ, ამიტომ ხშირად ვარჩევ ტანსაცმელს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ყვირის. ის კი მეხმარება, გემოვნების სტანდარტებში ჩავჯდე“, – განაცხადა რედმეინმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის რედმეინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია ჰოლივუდში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები