ლოს-ანჯელესში ფილმის „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე მთავარი როლის შემსრულებელი ალისია ვიკანდერი გამოჩნდა, რომელმაც ღონისძიებისთვის საკმაოდ ეფექტური ვიზუალი შეარჩია.
ოსკაროსან მსახიობმა მაქსი-კაბა ეცვა ღრმა დეკოლტით, რომელიც მისი სხეულის ფორმებს უსვამდა ხაზს. ალისიამ უპირატესობა კლასიკურ მაკიაჟს მიანიჭა, მკვეთრად შეღებილი თვალები და ბორდოსფერი ტუჩსაცხი მას კიდევ უფრო ელეგანტურს ხდიდა. ულამაზეს კაბას კი მსახიობმა დიდი ზომის საყურეები მოუხდინა.