LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგზოტიკური და შინაური ცხოველები ერთ სივრცეში – „ზოოტოპია” თბილისი მოლში გელით

1

კონტაქტური ზოოპარკი „ზოოტოპია” ცხოველების მოყვარულებს თბილისი მოლში” ელის. ზოოპარკი სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზეა განთავსებული და ის 2 სივრცედ არის დაყოფილი – შინაური ცხოველების და ეგზოტიკური ცხოველების სივრცე ერთმანეთისგანაა გამოყოფილი. თითოეულ განყოფილებაში 30-30-ამდე ცხოველია მოთავსებული.

როგორც  „ზოოტოპიაში”აცხადებენ, კონტაქტურ ზოოპარკში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, შინაურ ცხოვლებს მოეფერონ, აჭამონ და მათთან ფოტოები გადაიღონ. შინაური ცხოველების განყოფილებაში არიან: ქათმები, თუთიყუშები, კურდღლები, კატები, ზღვის გოჭები და სხვა…

რაც შეეხება ეგზოტიკურ ნაწილს – აქ მოთავსებულები არიან როგორც ქვეწარმავლები, ისე შედარებით დიდი ზომის ცხოველები: ენოტები, მამიმუნები…

ცნობისთვის, კონტაქტურ ზოოპარკ „ზოოტოპიაში” შესვლა 7 ლარი ღირს. გარდა ამისა, ზოოპარკის ტერიტორიაზე განთავსებულია ზღვის აკვარიუმიც – აქ შესვლის ღირებულება 3 ლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g