ძმის მიერ მოკლული მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო. ორივე საფეხბურთო კლუბ “საბურთალოში” თამაშობდნენ.
ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ძმამ მოკლა
“არ მჯერა მიშო…” – წერს გიორგი შაქარაშვილის და სოციალურ ქსელში.
ანი შაქარაშვილი გარდაცვლილ ფეხბურთელ მიშო ახლოურთან მიმოწერასაც აქვეყნებს.
სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს სასამართლო 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
ბრალდებულია 21 წლის მამაკაცი რომელმაც, სავარაუდოდ, ძმას ცივი იარაღით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.