LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ნიჟარაძე: „მე და რეზო თაბუკაშვილი დიდხანს ვიყავით მარტო და  გამოვიდა, რომ ერთმანეთს ვეძებდით…“

14320
ekanijaradze2010

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ნიჟარაძე მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად კახეთში ცხოვრობს, სადაც ხუთი წლის წინ, სოფელ ართანაში ძველი სახლი შეიძინა მოზრდილი მიწის ნაკვეთით. მეუღლესთან ერთად მიწის დამუშავებას შეუდგა და დღეს თავს პატარა მემამულესაც კი უწოდებს.

ჟურნალმა „სარკემ“ ეკასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის სოფლის ცხოვრებასა და გვიან ასაკში მოსულ სიყვარულზე საუბრობს.

ეკა ნიჟარაძე:

„ჩვენ ერთად ცხოვრება დამჯდარ ასაკში დავიწყეთ. ეს ორივესთვის გააზრებული გადაწყვეტილება იყო. ორივენი საკმაოდ დიდხანს ვიყავით მარტო და გამოვიდა, რომ ერთმანეთს ვეძებდით, რადგან შეხვედრისას ვიგრძენით, რომ ერთმანეთთან უფრო მეტი რამ გვაკავშირებდა, ვიდრე საერთო აზრები და ინტერესები, რაც ძალიან კარგია. ის უფრო მეტია, სიყვარული ჰქვია და მადლობა ღმერთს, რომ ბედნიერი და სიყვარულით სავსე ცხოვრება გვაქვს.

სიძნელეები იყო, მაგრამ ერთად გავუმკლავდით, რეზო ნაყოფიერად მუშაობს ახლაც მზად აქვს რამდენიმე მოთხრობა. კიდევ წერს და მალე ახალ წინგს შესთავაზებს მკითხველს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები