LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის გაუარესება, პრორუსული ძალების გააქტიურება, რუსეთის სამხედრო აგრესია და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება – რისი მოლოდინი აქვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას: NDI

45
ხალხი

ეკონომიკის გაუარესება, პრორუსული ძალების გააქტიურება, რუსეთის სამხედრო აგრესია და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება – ეს იმ მოლოდინების ჩამონათვალია, რომელიც NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას მომდევნო 1 წლის განმავლობაში აქვს.

2022 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით:

  • 66%-ისთვის მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
  • 58%-ისთვის საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურებაა მოსალოდნელი.
  • 49% თვლის, რომ მოსალოდნელია რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ.
  • 44%-ის აზრით კი მოსალოდნელია ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება/გაფუჭება.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

რესპონდენტების შერჩევა მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.

გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, დიდი და პატარა ურბანული, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g