LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგის გახსნა ვითხოვეთ

30

ჩვენ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დისკუსიისა და დიალოგის გახსნა ვითხოვეთ , – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და განსაკუთრებით აღნიშნა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან.

იმავე დროს, მინისტრების დონეზე ჩვენ გვქონდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის მე პირადად მქონდა შეხვედრა კომერციის დეპარტამენტის მდივანთან. ჩვენ, ასე ვთქვათ, გავხსენით დისკუსია და დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ჩვენ ჩავიტანეთ კონკრეტული კველვა, რომელიც გავაკეთებინეთ კომპანია „პრაისუოთერჰაუსკუპერსს“, გადავეცით ეს ხელიდან ხელში, მათ შორის კომერციის მდივანსაც. ჩვენ ვთვლით, რომ თავისუფალი ვაჭრობა იქნება სასარგებლო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ასევე საქართველოსთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე ძალიან კონკრეტულ საკითხზე, მათ შორის, სავაჭრო მისიების ორგანიზებაზე საქართველოში. სავაჭრო მისია არის მისია, რომლის დროსაც ამერიკული კომპანიები ჩამოდიან ქვეყანაში, ეცნობიან შესაძლებლობებს შემდგომში ინვესტირების განხორციელების მიზნით. ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა და გაძლიერება როგორც ტრანზიტული ქვეყნის და ამ მიმართულებით ვფიქრობთ, ჩვენ გვაქვს სრული გაგება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g