LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელ ცენტრო საქვემოქმედო საღამოს აანონსებს: გადავწყვიტეთ, ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადავრიცხოთ ჩვენი ბარ-მენეჯერის მამის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად, რომელსაც სამწუხაროდ დაუდგინდა სიმსივნის მეოთხე სტადია

287
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ელ ცენტრო კვირას, 19 მარტს 22:00 საათზე, საქველმოქმედო საღამოს აანონსებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბარ-მენეჯერის მამას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და გუნდმა გადაწყვიტა, საღამოს განმავლობაში შემოსული თანხა სწორედ მისთვის შეაგროვოს.

„კვირას, 19 მარტს, 22:00 საათიდან გიწვევთ საქველმოქმედო ივენთზე, რომელიც გაიმართება ჩვენი ბარ-მენეჯერის დასახმარებლად.

ვინც ხშირად გვსტუმრობთ, გეცოდინებათ რომ, ელ ცენტრო არის ერთი დიდი ოჯახი როგორც ჩვენი სტუმრებისთვის, ისე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ✊ სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დავაორგანიზოთ საქველმოქმედო საღამო და ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადავრიცხოთ ჩვენი ბარ-მენეჯერის მამის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად, რომელსაც სამწუხაროდ დაუდგინდა სიმსივნის მეოთხე სტადია.

ბილეთის ღირებულება შეადგენს სიმბოლურად 20 ლარს.

სიყვარულით და ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ.

გელოდებით ყველას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g