LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელდარს გაუმარჯოს! უფალმა სიკეთე და დღეგრძელობა მოგცეს. დღეს ხომ შენი დაბადების დღეა!“ – კირა ანდრონიკაშვილის გულთბილი მილოცვა იუბილარ ელდარ შენგელაიას

202
კირა ანდრონიკაშვილი და ელდარ შენგელაია

მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი რეჟისორ ელდარ შენგელაიას იუბილეს ულოცავს.

„დიდი ქართველი რეჟისორი 92 წლის გახდა!“ – ელდარ შენგელაია იუბილარია

„✨❤️ ელდარს გაუმარჯოს, ჩემს უსაყვარლეს მამიდაშვილს და გენიალურ ქართველ კინორეჟისორს! უფალმა სიკეთე და დღეგრძელობა მოგცეს. დღეს ხომ შენი დაბადების დღეა!“, – წერს კირა ანდრონიკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ელდარ შენგელაიაა რეჟისორი ფილმებისა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.

კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და „შერეკილები“ (1973).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g