LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად გაფორმდება

121
ენერგო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულებები მოიწონა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარდგენილი პროექტებიდან ერთი მზის, ორი ქარის და შვიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 165 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია  225 მლნ. აშშ დოლარს აღწევს.

სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული სხვა კომპანიების ენერგეტიკული პროექტები და მათთან დასადები ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობას ეტაპობრივად წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა და მასში კერძო სექტორის მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა – წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. სულ 27 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა , რომლებიც თხუთმეტი ჰიდროელექტროსადგურის, ქარის ორი ელექტროსადგურისა და მზის ათი ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა ენერგოსექტორში ორ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

mazda magti 5g