LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიავას ბაზრობის ხანძრით დაზარალებულთა ნაწილს ქონება დაზღვეული არ ჰქონდა – ფოტორეპორტაჟი ადგილიდან

106

ელიავას ბარზრობის მიმდებარედ, სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძარი იყო, რამდენიმე ცეცხლის კერაა დარჩენილი, რომელთა ლიკვიდირებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცდილობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 40-მდე მაღაზია და როგორც “ფორტუნას” დაზარალებულებმა განუცხადეს, დამწვარი სამი მაღაზიის მეპატრონეებმა, დარჩენილი ნივთების გადარჩენის მიზნით, შენობის სახურავზე ასვლა სცადეს. თუმცა, პატრულის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

დაზარალებულები ასევე ამბობენ, რომ ზარალის ოდენობა შესაძლოა, მილიონ ლარამდე იყოს. თუმცა, ოფიციალურად ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ოდენობის ზარალზეა საუბარი.

დაზარალებულები “ფორტუნასთან” ამბობენ, რომ აქ დასაქმებულთა ნაწილს საკუთარი ქონება დაზღვეული არ ჰქონდა და შესაბამისად, არც იმის იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს, რადგან დამწვარი ტერიტორია კერძო საკუთრებაა.

ერთ-ერთი დაზარალებული ზურა გუჯაბიძე “ფორტუნასთან” ამბობს, რომ მას ქონება დაზღვეული ჰქონდა, თუმცა, სადაზღვევო კომპანია ზარალის მხოლოდ 15%-ს აანაზღაურებს და გუჯაბიძის ზარალი, მისი მონაცემებით, 15 000 ლარია.

ცეცხლი ელიავას ბაზრობის მიმდებარედ გამთენიისას გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g