LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: ერთი კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი აიწყვეტს და კავკასიის მოსახლეობასა და სრულიად სამყაროს ცეცხლს დაუბრუნებს და მეორე სააკაშვილი ჩამოვა

59
image-2021-09-07-145407

„ერთი კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი აიწყვეტს და კავკასიის მოსახლეობასა და სრულიად სამყაროს ცეცხლს დაუბრუნებს და მეორე სააკაშვილი ჩამოვა,“– ამ განცხადებით, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რაც დრო გადის, სულ უფრო უღრმავდება აზრი, რომ სააკაშვილი „ქართულ ოცნებასთანაა“ შეკრული.

ელისაშვილის შეფასებით, მსგავსი განცხადებებით ყოფილი პრეზიდენტი „ოცნებას“ გამარჯვებაში ეხმარება.

„ყოველი არჩევნების წინ, სააკაშვილი ასეთი განცხადების დაბრეხვებით  „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებაში და ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. საერთო ჯამში, ალბათ ეს არის დიდი გარიგება „ქართულ ოცნებასა“ და სააკაშვილს შორის. სააკაშვილი ასეთი განცხადებით ყოველ ჯერზე  „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებაში ეხმარება,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები