LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო ბოლქვაძე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზნით კულტურის კომიტეტთან შეხვედრებს მართავს

128
1

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზნით, კულტურის სფეროს ექსპერტებთან და კომპეტენტურ წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელისო ბოლქვაძე დღეს სამართალმცოდნეს, მინდია უგრეხელიძეს და აკადემიკოს ვალერი ასათიანს შეხვდა.

ბოლქვაძის თქმით, საკონსულტაციო საბჭო აუცილებელია, რომ კომიტეტმა სამომავლო გეგმების დასახვისას, ხელოვნების ყველა მიმართულებით კონსულტაციები გამოცდილი ადამიანებისგან მიიღოს:

“საკონსულტაციო საბჭო აუცილებელია იმისთვის, რომ კომიტეტმა სამომავლო გეგმების დასახვისას გამოცდილი ადამიანებისგან მიიღოს კონსულტაციები ხელოვნების ყველა მიმართულებით. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში დარგის 12 კომპეტენტური წარმომადგენელი იქნება.” – თქვა ბოლქვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g