ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II პაპარაცებმა სწორედ მაშინ გადაიღეს, როდესაც უინძორების სასახლის ტერიტორიაზე ცხენზე ჯირითობდა.
91 წლის დედოფალი თავისი ვაჟის, პრინც ედვარდისა და შვილიშვილის, ლუიზა უინძორის გარემოცვაში იყო და როგორც ფოტოდან ჩანს, თავს საკმაოდ კარგადაც გრძნობდა.
ჯირითი – დედოფლის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ჰობია. ცნობილია, რომ ცხენზე ის 4 წლის ასაკიდან ზის. მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ასევე ავტომობილის მართვაა.