როგორც ცნობილია, ელტონ ჯონის გამოსამშვიდობებელმა ტურნემ Farewell Yellow Brick Road სტარტი 2018 წლის 8 სექტემბერს აიღო. უამრავი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა ლეგენდარულმა არტისტმა კონცერტებზე არაერთი ცნობილი ჰიტი შეასრულა და საზოგადოების აღფრთოვანებაც მრავალჯერ დაიმსახურა. განვლილ კონცერტებს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, ერთ-ერთ კონცერტზე ჯონმა ხმა დაკარგა, შეუძლოდ გახდა და ცრემლები ვერ შეიკავა. მიუხედავად ამ სამწუხარო ფაქტისა, ელტონმა შეძლო და ფორმაში მალევე ჩადგა, თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების, კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ტურნე შეჩერდა.
„შეუძლოდ ვარ, უნდა გავიდე" - ელტონ ჯონი კონცერტის დროს ცუდად გახდა (ვიდეო)
„ბოდიში, ხმა დავკარე, შეუძლოდ ვარ, უნდა გვიდე", - მიმართა მსმენელს ელტონ ჯონმა.
ახლა კი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ლეგენდარულმა მუსიკოსმა გამოსამშვიდობებელი ტურნე, Farewell Yellow Brick Road, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში უნდა გამართულიყო, 2021 წლისთვის გადადო. უკანასკნელი ინფორმაციით, ტურნე სტარტს 2021 წლის 1 სექტემბერს, ბერლინში აიღებს, ევროპის მასშტაბით 48 კონცერტის ჩატარება იგეგმება.