LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა სთოუნმა აღიარა, რომ წლებია ფსიქიკურ აშლილობას ებრძვის

139

ემა სთოუნი ბავშვობიდან ფსიქიკურ აშლილობას ებრძვის. ამის შესახებ მსახიობმა ვრცლად ინტერვიუში ისაუბრა და აღიარა, რომ პანიკური აშლილობის შეტევებს ამ დრომდე ვერ უმკლავდება. 29 წლის ოსკაროსანი ვარსკვლავი აცხადებს, რომ პირველი შეტევა მას 7 წლის ასაკში დაეწყო, როცა ის მეგობრის სახლში იმყოფებოდა. მას მოულოდნელად მოეჩვენა, რომ სახლში ხანძარი იყო და იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მოგვიანებით მსგავსი შეტევები ბევრჯერ განმეორდა. ემა ფსიქოთერაპევტთანაც მკურნალობდა და მას გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.

„ჩემმა პროფესიმ და იმპროვიზაციამ მომცა  საშუალება ძლიერი ემოციებისა და გრძნობების გადმოცემისთვის. მუშაობის პროცესში მე უკვე მეხმარებოდა ის, რაც აქამდე მაშინებდა“, – იხსენებს მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g