LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა უოტსონი აფრიკაში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ გამოდის

119

ემა უოტსონი ცნობილია არამარტო სამსახიობო საქმიანობით, არამედ გაეროსთან აქტიური თანამშრომლობით. ორგანიზაციასთან ერთად ის ქალებისა და მამაკაცების თანასწორობისთვის იბრძვის, ეს ბრძოლა კი არამარტო თანამედროვე, არამედ განვითარებად ქვეყნებშიც მიმდინარეობს.

პროგრამის He For She ფარგლებში, ემა მალავის ესტუმრა. ვარსკვლავმა აქცენტი აფრიკის ქვეყნებში ადრეული ქორწინების პრობლემას დაუთმო.

„ახალგაზრდა ქალებთან შეხვედრამ, რომლებიც უსაზღვრო გაჭირვებაში იმყოფებიან და რომლებსაც ადრე გათხოვებას აიძულებენ დამაფიქრა იმაზე, რამდენად აუცილებელია ქალს ჰქონდეს არჩევანი“, – განაცხადა უოტსონმა.

მსახიობი ითხოვს, რომ დაქორწინების ასაკმა 18 წლამდე მოიმატოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები