LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბერ ჰერდმა და ილონ მასკმა სიჩუმე დაარღვიეს

148

ემბერ ჰერდი და ილონ მასკი ერთმანეთს დაახლოებით ერთი კვირის წინ დაშორდნენ, თუმცა ამ დრომდე არცერთ მათგანს მიზეზებსა და შედეგზე კომენტარი არ გაუკეთებია. სიჩუმე ამ დღეებში ცნობილმა ბიზნესმენმა დაარღვია და მას მსახიობის განმარტებაც მოჰყვა.

მასკმა კომენტარი საკმაოდ უცნაური ფორმით, ჰერდის ”ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული ფოტოს გასწვრივ კომენტარში დაურთო: ”მიმდინარე უქმეებზე, ჩემი და ემბერის დაშორების შემდეგ ამტყდარი ხმაურის გამო, მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ვართ, ჩვენ კარგ მეგობრებად ვრჩებით. ორივეს გვაქვს ჩვენი საქმე და მოვალეობები და თან ერთმანეთისგან საკმაოდ დიდ მანძილზე ვიმყოფებით, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება მომავალში” – დაწერა მასკმა.

ამის შემდეგ დუმილი ემბერმაც დაარღვია და სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა: ”იყო მუდმივად სააშკარაოზე, ნიშნავს, რომ სულ თავი უნდა იმართლო უამრავი ადამიანის წინაშე. ამ სიტუაციაში სიამოვნებით დავდგებოდი მოშორებით. მიუხედავად იმისა, რომ დავშორდით, მე და ილონი ახლო მეგობრებად დავრჩით. მადლობა ყველას გაგებისა და თანადგომისთვის, ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში”, – განაცხადა ჰერდმა.

შეგახსენებთ, რომ ემბერისა და ილონის რომანი ჯერ კიდევ მსახიობის ჯონი დეპთან განქორწინებამდე დაიწყო. წყვილმა ერთმანეთი ფილმის ”მაჩეტე კლავს” გადაღებებზე გაიცნო. მათი რომანი ერთ წელი გაგრძელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები