LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბერ ჰერდი და ილონ მასკი ერთმანეთს დაშორდნენ

130

დასავლური ტაბლოიდების ცნობით, 31 წლის ემბერ ჰერდი და 46 წლის ილონ მასკი ერთმანეთს დაშორდნენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ დაშორების ინიციატორი თავად მილიონერი იყო, რომელსაც მსახიობის პროვოკაციული ქმედებები არ მოსწონდა. მასკი მიიჩნევდა, რომ ჰერდი არასერიოზულად უყურებდა მასთან ურთიერთობას.

წყაროს ცნობით, მასკი და ჰერდი ერთმანეთს ჯერ კიდევ გასულ კვირას დაშორდნენ, თუმცა ცნობილი ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა. ამ დროისთვის ილონი ლოს-ანჯელესშია, ემბერი კი – ავსტრალიაში.

შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანის შესახებ ცნობილი ერთი წლის წინ გახდა, თუმცა თავად ვარსკვლავებისგან ეს ინფორმაცია მხოლოდ აპრილში დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები