ემი უაინჰაუსის მამა, მიტჩ უაინჰაუსი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მისი ქალიშვილის შესახებ გადაღებული ბაიოპიკი „ოსკარის“ მფლობელი გახდა. ამის შესახებ მან „ტვიტერით“ განაცხადა: „ყოველთვის ვამაყობდი ჩემი შვილით, რომელსაც „ოსკარი“ არ აუღია. აზიფ კაპადიასგან (ფილმის რეჟისორი) განსხვავებით. ეს სისულელე მას ეკუთვნის“.
მისტერ უაინჰაუსის თქმით, ემის შესახებ ფილმი არ იმსახურებს ასეთ ყურადღებას, რადგან მომღერალი იქ ნეგატიურად არის გამოყვანილი.
შეგახსენებთ, რომ კაპადიას ფილმის შესახებ, მომღერლის ოჯახი უახლოეს მომავალში თავად შექმნის ფილმს, რომელიც ემის შესახებ სიმართლეს მოყვება.