LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილი ბლანტის პირველი ფოტოები ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ გადაღებებიდან

164
ემილი ბლანტის პირველი ფოტოები ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ გადაღებებიდან

ემილი ბლანტი პაპარაცებმა ნიუ-იორკში, „ეშმაკი ატარებს პრადას 2“-ის გადასაღებ მოედანზე გამოსვლისას გადაიღეს. ბლანტს ღია ცისფერი გრაფიკული მაისური ეცვა, რომელიც ლურჯ ჯინსებთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს თეთრი სპორტული ფეხსაცმელი და კრემისფერი ნაქსოვი ჩანთა ასრულებდა.

ფილმში „ეშმაკი ატარებს პრადას“ ემილი ბლანტი, მოდის ჟურნალ Runway-ის მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლის, მთავარ ასისტენტის, ემილი ჩარლტონის როლს ასრულებს.

სამივე ვარსკვლავი, მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი და ემილი ბლანტი საკუთარ როლებს დაუბრუნდნენ ფილმის გაგრძელებაში. მეორე ნაწილში ბლანტის პერსონაჟი, ემილი ჩარლტონი, კარიერულ წინსვლას აღწევს და ახლა სიმაღლეებს იპყრობს.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის დეტალები ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია, წყაროები ვარაუდობენ, რომ ფილმი შესაძლოა ლორენ ვაისბერგერის 2013 წლის რომანით „შურისძიება პრადას ატარებს“ იყოს შთაგონებული. ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ პრემიერა 2026 წლის 1 მაისს არის დაგეგმილი, პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ.

ვიდეო: მირანდა პრისტლი დაბრუნდა! – შეუდარებელი მერილ სტრიპი, ცივი და გამჭოლი იერით, „ეშმაკი ატარებს პრადას“ გადასაღებ მოედანზე ბრწყინავს

„ეშმაკი ატარებს პრადას“ დაბრუნდა – პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან

მერილ სტრიპი და ენ ჰეთევეი ბრუნდებიან – „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ – ს პრემიერის თარიღი ცნობილია – უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები