LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემინემს 53 წელი შეუსრულდა – ლეგენდარული რეპერის საყვარელი ავტომობილები

121
ემინემს 53 წელი შეუსრულდა -  ლეგენდარული რეპერის საყვარელი ავტომობილები

ლეგენდარული რეპერი, „გრემისა“ და „ოსკარის“ მფლობელი ემინემი (ნამდვილი სახელი – მარშალ მეზერსი) დღეს 53 წლის გახდა. ის ცნობილია არა მხოლოდ თავისი მუსიკითა და კინო კარიერით, არამედ მდიდარი ავტო კოლექციით – რეპერი დიდი ხანია კლასიკური ამერიკული „მონსტრების“ და იტალიური სუპერქარების გულშემატკივარია.

ავტო ჟურნალისტება მისი ყველაზე გამორჩეული ხუთი ავტომობილი შეარჩიეს:

1. Hummer H2

როგორც თითქმის ყველა რეპერს, ემინემსაც ჰყავდა ლეგენდარული Hummer H2.

ვერაფერი ჯობს ამ სიმძლავრისა და სტატუსის სიმბოლოს.

მოდელი გამოდიოდა 6- ან 6.2-ლიტრიანი ბენზინის ძრავით და გამძლე ჩარჩოიანი კონსტრუქციით.

H2-ის წარმოება  2009 წელს დასრულდა, თუმცა ის დღემდე რჩება ჰიპ-ჰოპ ეპოქის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ.

 2. Dodge Super Bee (1970)

ემინემის კოლექციაში აღმოჩნდა ნამდვილი მუსკულ-ქარი, Dodge Coronet Super Bee – 1970 წლის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოდელი.

ეს იყო ე.წ. „გარდამავალი“ თაობა, რომელიც იწარმოებოდა მხოლოდ დიდი მოცულობის ძრავებით – 6.3-დან 7.2 ლიტრამდე.

ნამდვილი ამერიკული კლასიკა.

 3. Ferrari 575M Maranello

ემინემი ფლობდა იტალიურ სპორტულ მოდელს, რომელიც Ferrari-მ  მხოლოდ 2000 ეგზემპლარად გამოუშვა.

575M Maranello აღჭურვილია 5.7-ლიტრიანი V12 ძრავით, 533 ცხ.ძ. სიმძლავრით და მაქსიმალური სიჩქარით – 320 კმ/სთ.

მანქანა ხელმისაწვდომი იყო როგორც კუპე, ასევე კაბრიოლეტის ვერსიით და განასახიერებს ფუფუნებისა და სისწრაფის სრულ სინთეზს.

4. Porsche 911 GT3 RS

რეპერს ასევე ჰყავდა სპეციალური ტრეკის ვერსია – Porsche 911 GT3 RS.

ეს მოდელი განსხვავდება სტანდარტული 911-ისგან თავისი მაღალი გამძლეობითა და “ხისტი” სპორტული მახასიათებლებით.

მანქანა აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი ძრავით, 510 ცხ.ძ.-ზე მეტი სიმძლავრით და შექმნილია რბოლისთვის, არა ქალაქისთვის.

5. Oldsmobile Delta 88 (1976)

ამ კლასიკურ ამერიკულ სედანს ემინემი მართავდა ცნობილ ფილმში „8 მილი“.

ფილმში მისი გმირი გადაადგილდება ძველი, ნახევრად გაუმართავი Oldsmobile Delta 88-ით, რომელიც აღჭურვილია 5.7-ლიტრიანი V8 ძრავით და 160 ცხ.ძ. სიმძლავრით.

მანქანა ემინემისთვის დღესაც სიმბოლურია – მისი ცხოვრების პირველი, რთული წლების გახსენება.

ემინემის ავტო კოლექცია სრულად ასახავს მის პიროვნებას — ენერგიული, პირდაპირი და მრავალფეროვანი, სადაც ამერიკული ძალა და ევროპული ელეგანტურობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები