მსოფლიო რამდენიმე დღეა ახალმა პანიკამ მოიცვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთში ახალი ვირუსი დაფიქსირდა, რომელიც შესაძლოა კორონავირუსზე საშიში იყოს.
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
საინტერეოა, რამ გაუჩინა მეცნიერებს ეჭვი, რომ ახალი ვირუსი გვემუქრება.
სამხრეთ აღმოსავლეთ ბრიტანეთში, როდესაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გამოყენება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ეფექტური აღარ იყო.
მეცნიერებმა იფიქრეს, რომ რაღაც ახალ ვირუსთან ჰქონდათ საქმე. საბედნიეროდ, ის მასობრივად გავრცელებული არაა. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომხდარს იკვლევს და მათგან საბოლოო პასუხი არ მიგვიღია.
რა ხდება ბრიტანეთში და ემუქრება თუ არა ბრიტანული ვირუსი საქართველოს, ამ კითხვით „ფორტუნამ“ იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა.
ახალი ვირუსი მსოფლიოს ემუქრება?
ჯერჯერობით დასაშოკად ნამდვილად არაა საქმე, პირდაპირ უნდა ვთქვათ. დაფიქსირდა, ვირუსის სახეცვლილებები. რაც ყველა ვირუსს ახასიათებს. როდესაც ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის, თავის თავს როგორც ქსეროქსის მანქანას, ისე იყენებს და ამ გადაწერის დროს შეიძლება, გარკვეული შეცდომა დაუშვას. მაგალითად ადამიანმა „ვეფხისტყაოსანი“ რომ გადაწეროს, შეიძლება შეცდომები დაუშვას. ვირუსიც, როდესაც მილიონობით ადამიანში ვრცელდება, გარკვეულწილად შეცდომებს უშვებს. ამაში უჩვეულო არაფერია კორონავირუსის ყველაზე ხშირი და მაჟორული მუტაცია 614-G მუტაციააა, რომელმაც ვირუსის გავრცელება უფრო გაამარტივა.
ეს მუტაცია კორონავირუსმა თებერვალი – მარტიდან განიცადა, როცა ჩინეთი დატოვა, ახლა მთელს მსოფლიოში ამ მუტაციის შემცველი ვირუსია გავრცელებული.
ახალი, რაც ბრიტანეთშია დაფიქსირებული, ბოლომდე შესწავლილი და გამოკვლეული არაა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ვირუსის ქცევაზე.
ლაბორატორიაში რაც დაინახეს, მისი გადათარგმნა მარტივად არ ხდება. მარტივად ვრცელდება ის თუ არა, უფრო ვერაგია თუ არა და მასზე ვაქცინა ეფექტური იქნება თუ არა.
ამ კითხვებზე პასუხი არაა, თუმცა თეორიული დაშვება არის იმის, რომ მან შეიძლება ანტისხეულებზე გავლენა მოახდინოს. ეს არის თეორიული მსჯელობიდან გამომდინარე. აისახება თუ არა საბოლოდ ეს ვირუსის ეფექტურობაზე, ამას დრო გვიჩვენებს.
თუ კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, ვაქცინაცია, რომელიც უკვე რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, რამდენად იქნება ეფექტური?
ვირუსის მუტაციის ყოველთვის გვეშინია. მაგრამ ამ შემთხვევაში მუტაცია მაინც ვერაფერს შეცვლის, რადგან წამალი არ გვაქვს და ჯერჯერობით მაინც „დექსამეტაზონის“ იმედად ვართ.
თუ ეს იქნება ძალიან მაჟორული მუტაცია, პრობლემა არ იქნება ვაქცინის შექმნის. რადგან ახალი პარტიები ამ მუტაციაზე მორგებული დამზადდება.
ამიტომ ბრიტანეთში გავრცელებული ახალი ვირუსი პრობლემა არ იქნება მით უფრო საქართველოსთვის. ჩვენ ნახევარი წელი მაინც ვაქცინას ვერ მივიღებთ და თუ საჭირო გახდა სახეცვლილი ფორმით იქნება, ის ვაქცინა, რომელიც საქართველოშ შემოვა.
კლინიკურად კი ბრიტანეთიდან საქართველომდე ვირუსი უცბად ვერ გავრცელდება.
