LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემზარ ჯღარკავა: „მე ისეთი სიყვარულის მწამს, თვითონ გიხარია და სხვებსაც რომ ახარებ შენი სიყვარულით…“

916
ნინო და ემზარი

სოხუმში დაწყებული დიდი სიყვარულის ისტორია გრძელდება.

ნინო კვარაცხელია და ემზარ ჯღარკავა ვალენტინობის დღეს ერთმანეთს სასიყვარულო სტატუსებს უძღვნიან.

„სიყვარულს რად  უნდა დღის დაწესება, ყოველი დღე სიყვარულის დღე უნდა იყოს… ჯღარკავა, ორმოცი წლის წინაც მიყვარდი, გუშინაც,  დღესაც მიყვარხარ, ხვალაც და  ორმოცი წლის მერეც მეყვარები… ყოველი დღე სიყვარულის დღეა ჩვენთვის…“

ემზარ ჯღარკავა:

„ვალენტინი არ ვიცი მე და ერთს გეტყვით:

სიყვარულის ნიჭი მოგვცეს ღმერთმა ყველა სულიერს, ამ დიდ სამყაროში! საკუთარი თავი, ჯეროვნად თუ გვეყვარება, სხვებსაც ადვილად შევიყვარებთ. რად გვინდა, გულით მზე ვატაროთ და სხივები სხვებს არ გავუნაწილოთ. მე ისეთი სიყვარულის მწამს, თვითონ გიხარია და სხვებსაც რომ ახარებ შენი სიყვარულით. ადამიანი თუ  გქვია, სულის საზღვრებსაც უნდა გასცდე და დაიკიდო ყველაფერი, რაც ბედნიერებაში  ხელს გიშლის და გბოჭავს! იყავით ბედნიერები, ოღონდ ჭეშმარიტად ბედნიერები და არა სხვების დასანახად….

და ბოლოს, სიყვარული არ დადის, ის დაფრინავს!“

„ახლაც ზუსტად ისეთ დროს დაბრუნდა, როცა ძალიან მწარედ დამანარცხა ცხოვრებამ მიწაზე….მოვიდა, ფეხზე წამომაყენა, გამამხნევა და ცხოვრებისკენ შემომაბრუნა” – რა ისტორიას იხსენებს ნინო კვარაცხელია

“56…არაფერს არ ვნანობ, ყველაფერი იყო: სიყვარული, იმედგაცრუება, ომი…არასდროსაა გვიან, მთავარია გულით გინდოდეს” – ნინო კვარაცხელია იუბილარია

“აქ 46 წლის ვარ…სად იყავი მაშინ, თორემ ხომ იტანტალებდა ერთი 5 რიჟა ჯღარკავა მარტვილში” – რა პოსტს აქვეყნებს ნინო კვარაცხელია

ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა

„ბოლო დღეებში ჩემი და ნინოს ამბით ბევრი გახარებული ადამიანი ვნახე, იმედი მიეცათ, რომ თავიანთ ერთადერთს იპოვიან..“ – სოხუმში დაწყებული ზღაპრული სიყვარულის ამბის გაგრძელება

ნინო კვარაცხელია: ერთი დიდი დროის კალენდარი გვაქვს – თითქოს ასე უფრო სწრაფად ახლოვდება ჩვენი შეხვედრა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g