საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შსს მინისტრის საპატიმროს დატოვებას ეხმაურება დეპუტატი ემზარ კვიციანი. “პატრიოტთა ალიანსის” წევრი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასმით გადაარჩინეს, რადგან მიიჩნევს, რომ მას უფრო მეტი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ვიდრე სასჯელის სახით მოიხადა.
„ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს – იმდენი მკვლელობა და სიბოროტე ჰქონდა ჩადენილი. 6 წელი და 9 თვე იყო საპატიმროში. თვითონ, რაღაც ენამ ხომ არ უყივლა – 9 წელი და 6 თვე თქვა და ხომ არ შეაბრუნებენ მომავალში? ფაქტობრივად გადაარჩინეს“, – განაცხადა კვიციანმა.
“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი, 6 წლის და 9-თვიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ, დღეს ციხიდან გამოვიდა. პირველ კომენტარში კი მისი პატიმრობის ვადა მერაბიშვილმა შეცდომით თქვა.
„ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის წინაშე“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.