მსახიობი ენდი მაკდაუელი ჯიმი ფელონის შოუს სტუმარი გახდა, სადაც მან „ჰალმარკის“ ახალ სეზონსა და ქალიშვილზე, მსახიობ მარგარეტ კოუელზე ისაუბრა. 66 წლის ვარსკვლავი ბრწყინავდა „ივ სენ ლორანის“ ულამაზეს ჰაეროვან კაბაში, რომელიც მხრებზე ჩამოშლილი დეკოლტითა და პალმების პრინტით ანსამბლს კიდევ უფრო გასაოცარს ხდიდა. კაბა პირადად ენტონი ვაკარელომ შექმნა, ის წითელი და შავი ფერების სინთეზს ქმნიდა, ის ნახევრად გამჭვირვალე გახლდათ და მანათობელი დეკორაციების წყალობით, ბზინავდა კიდეც.
კაბას მაკდაუელმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გაშლილი თმა შეუხამა. მაკდაუელი წლებია, თმებს არ იღებავს და შევერცხლილი თმით მისი გამოჩენა სიახლე არ არის.
ენდი მაკდაუელმა თქვა, რომ „ჰალმარკის“ მესაზე სეზონი ეკრანებზე პარასკევს გამოვა და ასევე განაცხადა, რომ ახლა ყველაზე ამაყია საკუთარი ქალიშვილის წარმატებებით.
86 წლის ჯეინ ფონდა და 66 წლის ენდი მაკდაუელი „ლორეალის“ ჩვენებაზე ბრწყინავდნენ